Tuesday, April 17, 2012

ქიმიისა და გეოგრაფიის მასწავლებელთა შეხვედრა

    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრაზე დაიგეგმა შეხვედრა  ქიმიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გეოგრაფიის მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით.

   შეხვედრა შედგა 2011 წლის 26ოქტომბერს.  შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებლები:

  • ჟენია მერაბიშვილი  (სკოლის დირექტორი)
  • მაია თათეშვილი  (კათედრის თავმჯდომარე)
  • ირინა ლაბაძე  (ქიმია)
  • კლარა კუპრეიშვილი  (ქიმია)
  • ნაზი ტორიაშვილი (ქიმია)
  • მაია ფაჩულია  (ქიმია)
  • ცარო ლეკიშვილი  (ფიზიკა)
  • თამარ ჯინჭველაძე  (ბიოლოგია)
  •  ია თათოშვილი (გეოგრაფია)
  • თამარ პეტრიაშვილი  (გეოგრაფია)
   
    შეხვედრის თემა: მინერალები

    
   შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა ირინა ლაბაძე, რომელიც ზოგადად შეეხო აღნიშნულ თემას და გააცნო დამსწრე საზოგადოებას ამ თემის სწავლების მეთოდები.  მოხსენებამ მსმენელებში დიდი მოწონება დაიმსახურა. გეოგრაფიის მასწავლებლებმა–ია თათოშვილმა და თამარ პეტრიაშვილმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნული თემის სწავლებასთან დაკავშირებით. მათ იმ მინერალების ნიმუშებიც წარმოადგინეს, რომლებიდ სამცხე–ჯავახეთის რეგიონში მოიპოვებოდა. გაიმართა საკმაოდ ნაყოფიერი დისკუსია.


   ჩემი აზრით,  შეხვედრა,  რომელიც  გამოცდილების გაზიარების მიზნით შედგა, საკმაოდ  წარმატებული  იყო.